ფეხბურთი

15:53 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: „გრიზმანის მთავარი პრობლემა „ბარსელონაში“ მესია“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა, ჟურნალისტებს 29 წლის თანამემამულის, ანტუან გრიზმანის შესახებ გაუზიარა აზრი, რომელმაც „ბარსელონაში“ საკუთარი თავი ჯერჯერობით ვერ იპოვნა.

„დიდი ხანით სხვა პოზიციაზე თამაში რთულია. თავიდან ფეხბურთელი იღებს ასეთ პირობებს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ თავისთვის უჩვეულო ადგილზე თამაში შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევს და გული უცრუვდება.

გრიზმანი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ცენტრში უნდა თამაშობდეს. მას კარგი ტემპი, ზუსტი გადაცემები და ჩინებული ბოლო პასი აქვს. გოლების გატანაც ეხერხება. მაგრამ კატალონიურ კლუბში მას პრობლემა აქვს, რადგან მესის ზონაში უწევს თამაში.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1311