ფეხბურთი

23:15 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანი უელბეკი "ბრაიტონში" გააგრძელებს კარიერას

"მანჩესტერ იუნაიტედის" და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა დანი უელბეკმა ერთწლიანი კონტრაქტი "ბრაიტონთან" გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

უელბეკმა 2019 წელს "არსენალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "უოტფორდში" გადავიდა. 2020 წლის ოქტომბერში კი დანიმ კლუბთან კონტრაქტი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "ბრაიტონმა" ინგლისელი უფასოდ დაიმატა.

უელბეკი "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია და წლების განმავლობაში "არსენალის" და "წითელი ეშმაკების" მაისურით თამაშობდა. დანი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 16 გოლი გაიტანა.

0.109964