ფეხბურთი

20:30 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი "ლივერპულმა" პრემიერლიგის 25-კაციანი შემადგენლობიდან ამოიღო

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დეიკი "ლივერპულმა" პრემიერლიგის 25-კაციანი სიიდან ამოიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ვირჯილის ტრავმას უკავშირდება, რომელიც მცველმა "ევერტონთან" გამართული შეხვედრის დროს მიიღო.

ვან დეიკმა წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა და ინგლისის მოქმედ ჩემპიონს შემდეგ სეზონამდე დაემშვიდობა. ჰოლანდიელი "მერსისაიდელებისთვის" ერთ-ერთი ლიდერია და "წითლების" მაისურით დღემდე ჩატარებულ 130 მატჩში ვან დეიკმა 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125442