თამაშგარე

19:15 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თავზეხელარებული ხოანა გონსალესი

დიდი ვერაგი და გაცვეთილი ვინმეა არგენტინელი მოდელი ხოანა გონსალესი, რომელმაც ამ ორი წლის წინ ლეო მესიზე თქვა, სანამ ლეო ცოლს მოიყვანდა, მასთან სექსი მქონდა და საწოლში ისეთი მოუქნელი ვინმეა, ასე მეგონა სექსი ლეგენდარულ და უსწრაფეს მობურთალთან კი არა მკვდართან მქონდაო.

რთული სათქმელია მკვდართან რამდენად მდგრადად შეიძლება განვითარდეს სექსუალური ამბები, მაგრამ ის კია, რომ მაშინ ლეო მესის ძალიან ეწყინა თანამემემულე მოდელის ეს გამოხდომა და კაცმა რომ თქვას რომელ თავმოყვარე მამაკაცს არ ატკენდა გულს ასე შერცხვენა და გამოჭენება სულ რომ ცამდე მართალი იყოს.

ამ რამდენიმე დღის წინ კი ხოანა გონსალესმა როგორც იტყვიან საბოლოოდ წარმოაჩინა საკუთარი სახე და ყველას დიდი სიხარულით ამცნო, რომ პორნო-მსახიობი გახდა და თუკი აქამდე ოდენ ფოტოკამერების წინ ტიტლიკანობდა, აწი სტუდიებში ისეთ ქარიშხალს დაატრიალებს, მესიზე სისულელეების ლაყაფის დრო და თავი ნამდვილად აღარ ექნება.

0.130223