ფეხბურთი

21:20 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახის" ფეხბურთელს "სან სიროზე" არ უშვებდნენ და გუგლის დახმარება დასჭირდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ინტერი“ „გლადბახს“ უმასპინძლებს და თამაშამდე კურიოზი მოხდა. გერმანული გუნდის თავდამსხმელი მარკუს ტურამი „სან სიროს“ სტადიონზე სტიუარდმა არ შეუშვა.

საქმე ისაა, რომ ტურამს შესაბამისი დოკუმენტი თან არ ჰქონდა, სტიუარდმა კი მას სტადიონზე შესვლაზე უარი განუცხადა. შედეგად, ფრანგ ფეხბურთელს საკუთარი ვინაობის იდენტიფიკაციისთვის გუგლის მოშველიება მოუხდა და სტიუარდს ვიკიპედიაში საკუთარი თავი უჩვენა.

„ამ სტადიონზე თამაშზე ყველა ბავშვობიდან ოცნებობს. ეს ოცნება მე ამიხდება და შესანიშნავია. მილანური დერბი არ მინახავს, მაგრამ აშკარაა, რომ „ინტერს“ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს“, - თქვა ტურამმა გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მარკუს ტურამი ლეგენდარული ფრანგი მცველის, ლილიან ტურამის ვაჟია. ლილიანი იტალიაში 10 წელი თამაშობდა და „სან სიროს“ სტადიონზეც არაერთი თამაში აქვს ჩატარებული.

0.139851