კალათბურთი

15:33 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიტის ნაცვლად ნეიტი - "ინდიანას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნეიტ მაკმილანი აღნიშნულ პოსტზე ნეიტ ბიორგკრენმა ჩაანაცვლა.

45 წლის სპეციალისტს აქამდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ ასისტენტად აქვს ნამუშევარი. ის2015-2017 წლების სეზონში „ფინიქსის“, 2018-2019 წლების სეზონში კი „ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ „რეპტორსმა ნეიტის მუშაობის პერიოდში ჩემპიონობაც მოიპოვა.რაც შეეხება მაკმილანს, 56 წლის ამერიკელი გასულ სეზონში პლეი-ოფში განცდილი მარცხის გამო გაანთავისუფლეს. „ინდიანაპოლისელები“ NBA-ს ფინალისტ "მაიამი ჰიტისთან" სერიაში 4:0 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117749