ფეხბურთი

12:44 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილე: "დორტმუნდში" არასწორ დროს მოვხვდი"

ჩემპიონთა ლიგაზე რომის „ლაციო“ 13-წლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა და დორტმუნდის „ბორუსია“ 3:1 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დიდი წვლილი ჩირო იმობილემ შეიტანა, რომელმაც ყოფილ გუნდთან თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

„მათ თქვეს, რომ „დორტმუნდის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი ვარ? ზოგჯერ ფეხბურთელებს უნდა დაელოდოთ და გააცნობიერთო სიტუაცია. მე „დორტმუნდში“ არასწორ დროს მივედი, გუნდში თაობათა ცვლის პროცესი და გარკვეული სირთულეები იყო, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა.

იმედი მაქვს, „ლაციოში“ და ნაკრებში ბევრ გოლს გავიტან. ჯგუფიდან გასვლა? ჯერ წინ 5 ბრძოლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად“, - თქვა იმობილემ.

შეგახსენებთ, რომ ჩირო იმობილე „დორტმუნდის“ ღირსებას 2014-2015 წლების სეზონში იცავდა და 34 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მე-5 გოლი გაიტანა და წინა 4 „დორტმუნდის“ შემადგენლობაში მიითვალა.

0.11883