ფეხბურთი

12:08 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 17 წლისამ გაიტანა და თამაში შემდეგ სახლში ტაქსით წავიდა

„ბარსელონას“ ამომავალ ვარსკვლავ პედრის „ფერენცვაროშთან“ მატჩი არასდროს დაავიწყდება. 17 წლის ტალანტი უნგრეთის ჩემპიონის წინააღმდეგ მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, გოლი გაიტანა და შემდეგ სახლში ტაქსით დაბრუნდა.

თამაშის მერე ტაქსიში მყოფი პედრი კამერებმა დააფიქსირეს. ცხადია, ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ - „ბარსელონას“ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გააქვს და თამაშის შემდეგ სახლში ტაქსით მიდიოდეს.

„ყველა ბავშვის ოცნება ავისრულე. დაბადებიდან მიყვარს ფეხბურთი და ეს გუნდი. როდესაც ვხურდებოდი, მზად ვიყავი მოედანზე შესასვლელად, არ მჯეროდა, რაც ხდებოდა. თითქოს ჩემს ძმასთან ერთად სახლში ვითამაშე. გოლს ბებიაჩემს ვუძღვნი, რომელიც ჩვენთან აღარ არის და ასევე ჩემს ძმას, მას ეს შევპირდი“, - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, „ფერენცვაროშთან“ გოლი ანსუ ფატიმაც გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ თამაშში 17 წლის ორმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123343