ფეხბურთი

1:08 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: იმობილეს შურისძიება და დეჟავუ პარიზში

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020-2021 წლების საფეხბურთო სეზონი სრულყოფილად დაიწყო. დაიწყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის პირველმა ტურმა სტარტი აიღო და ფეხბურთი ხურდება. მართალია, ისევ უმაყურებლოდ, ისევ უცნაურ გარემოში, მაგრამ რაც მთავარია ფეხბურთი ჩვენს წინაშეა.

პირველი ტურის მატჩები ოთხ ჯგუფში გაიმართა და საინტერესო მატჩებიც გაიმართა. E ჯგუფში ფავორიტების, „ჩელსისა“ და „სევილიას“ გზები პირველივე ტურში გადაიკვეთა. ლონდონში ორივე გუნდმა ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდათ და უგოლოდ დაშორდნენ. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ წვრთნის, ეს იყო ლონდონელთა პირველი უგოლო თამაში.

ამავე ქვეჯგუფში ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტები, „რენი“ და „კრასნოდარი“ დაუპირისპირდნენ, თუმცა მოგებული არც აქ გამოვლენილა. ფრანგები მეორე ტაიმის სტარტზევე დაწინაურდნენ, მაგრამ რუსებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა და ფრე 1:1.

F ჯგუფში რომის „ლაციო“ ჩემპიონთა ლიგას 13-წლიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაუბრუნდა. თანაც, „არწივებს“ პრინციპული და სერიოზული მეტოქე ჰყავდათ „დორტმუნდის“ სახით. ჩირო იმობილემ ყოფილ გუნდზე შური იძია, გოლიც გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა. „ლაციომ“ გერმანული გუნდი 3:1 დაამარცხა და დიდებული სტარტი აიღო.

მეორე შეხვედრაში „ზენიტი“ „ბრიუგესთან“ შინ ბევრისთვის ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ ბელგიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და მეტოქეს ქულაც არ დაუტოვეს - 1:2.

G ჯგუფში ორივე ფავორიტმა მოიგო, თანაც ადვილად. კიევში „იუვენტუსი“ „დინამოს“ ესტუმრა და და ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგაზე კარგი დებიუტი ჰქონდა. ტურინელებმა დამაჯერებლად, 2:0 იმარჯვეს და ორივე გოლი ნაანტრაქტევს ალვარო მორატამ გაიტანა, რომელმაც სხვათა შორის, კარიერაში 53-ედ ითამაშა ამ ტურნირზე და დუბლი პირველად შეასრულა. პირლო კი „იუვეს“ ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა მარჩელო ლიპისა (1995) და ფაბიო კაპელოს (2004) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო საგარეო მატჩი მოიგო.

„ბარსელონამ“ ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ 5:1 გაანადგურა. ვთქვათ, რომ ქართველ მცველს არ უთამაშია, ბოლომდე თადარიგში დარჩა. „ბარსამ“ კი მეტოქეს ძალიან ადვილად მოუგო, გაიტანეს ანსუ ფატიმ და პედრიმ. პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში რომა 17 წლის ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. უგოლოდ მოედანი „ბარსას“ არც სხვა შემტევებს, ლიონელ მესის, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს დაუტოვებიან. „იუვეს“ და „ბარსას“ მომდევნო ტურში ელოდებათ მთავარი გამოცდა, როცა ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონელებს იმ მატჩში ჟერარ პიკეს იმედი ვერ ექნებათ, რომელიც უნგრელებთან გააძევეს.

და ბოლოს H ჯგუფი, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგას დიდებულად დაუბრუნდა და „პარი სენ ჟერმენი“ პარიზში ისევ დაამარცხა, თანაც ისევ ბოლო წუთებში და კვალვ მარკუს რაშფორდის გოლით. მანამდე გუნდებს თითო გოლი ჰქონდათ გაცვლილი. ერთი საინტერესო დეტალი: „იუნაიტედმა“ ისტორიაში პირველად მოიგო ყველა ტურნირის ჩათვლით ზედიზედ 10 საგარეო თამაში...

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოლოდინისამებრ გერმანულმა „ლაიფციგმა“ თურქეთის ჩემპიონი „ბაშაკშეჰირი“ ადვილად, ანხელინოს პირველივე ტაიმში შესრულებული დუბლით დაამარცხა და სეზონი კარგად დაიწყო.

E ჯგუფი

„ჩელსი“ – „სევილია“ 0:0 (0:0)

ლონდონი, „სტეფორდ ბრიჯი“

„ჩელსი“ (4-2-3-1): მენდი; ჯეიმსი, ტიაგო სილვა, ზუმა, ჩილველი; კანტე, ჟორჟინიო (კოვაჩიჩი 65); პულიშიჩი (ჰადსონ-ოდოი 90), ჰავერტცი, მოუნთი (ზიეჩი 62); ვერნერი (აბრაჰამი 90)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, გომესი (ჯორდანი 33), კარლოსი, აკუნია; რაკიტიჩი (ვასკესი 80), ფერნანდო, გუდელი; სუსო (ტორესი 58), დე იონგი (ენ-ნესრი 80); ოკამპოსი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

გაფრთხილება: ჟორჟინიო (14), მოუნთი (36), ჩილველი (64) - აკუნია (43), ჯორდანი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 4 (2) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დავიდე ორსატო (იტალია)

„რენი“ – „კრასნოდარი“ 1:1 (0:0)

რენი, „როაზონ პარკი“

„რენი“ (4-3-3): გომისი; ტრაორე, და სილვა, აგუერი, დალბერტი (ტრუფე 81); ბურიგო (ტაიტი 69), ნზონზი, კამავინგა (ჰონო 81); კასტილიო (დოკუ 62), გირასი, ტერიე

მწვრთნელი: იულიან სტეფენი

„კრასნოდარი“ (4-3-3): საფონოვი; პეტროვი (სულეიმანოვი 73), კაიო, სოროკინი, ჩერნოვი; ოლსონი, ვილენა, უტკინი (გაზინსკი 72); სმოლნიკოვი, ბერგი, რამირესი

მწვრთნელი: მურად მუსაევი

გოლები: 1:0 გირასი (56, პენ), 1:1 რამირესი (59)

გაფრთხილება: ტრაორე (44), კამავინგა (63), ტაიტი (85) - ოლსონი (14), რამირესი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16(7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

F ჯგუფი

„ზენიტი“ – „ბრიუგე“ 1:2 (0:0)

სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“

„ზენიტი“ (4-4-2): კერჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, კრუგოვი; კუზიაევი (ვენდელი 72), ბარიოსი, ოზდოევი (ეროხინი 88), დრიუსი (მოსტოვოი 72); აზმუნი, ძიუბა

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

„ბრიუგე“ (4-3-3): ჰორვატი; მატა, მეხელე, რიჩა, სობოლი; ვორმერი, ვანაკენი, რიცი; დიატა (ლანგი 77), დენისი (ბადი 82), დე კეტელარე

მწვრთნელი: ფილიპ კლემენი

გოლები: 0:1 დენისი (63), 1:1 ჰორვატი (74, ა.გ), 1:2 დე კეტელარე (90)

გაფრთხილება: ლოვრენი (53) - მატა (12), დენისი (14), რიცი (33), ვანაკენი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

„ლაციო“ – „დორტმუნდი“ 3:1 (2:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; პატრიკი, ლუის ფელიპე (ჰოედტი 51), აჩერბი; მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი (აკპა-აკპრო 67), ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო (პაროლო 80), ფარესი; იმობილე (კაისედო 81), კორეა (მურიქი 67)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„დორტმუნდი“ (3-4-2-1): ჰიტცი; პიშჩეკი (ბრანდტი 65), ჰუმელსი, დელანი; მუნიე, ბულინგემი (რეინა 46), ვიტსელი, გერეირო; სანჩო, როისი (რეინიერი 78)

მწვრთნელი: ლუსიე ფავრი

გოლები: 1:0 იმობილე (6), 2:0 ჰტიცი (23, პენ), 2:1 ჰოლანდი (71), 3:1 აკპა-აკპრო (76)

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (42), სტრაკოშა (85) - დელანი (61), რეინა (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 12 (7) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

G ჯგუფი

„დინამო“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0)

კიევი, „ოლიმპიური სტადიონი“

„დინამო“ (4-3-3): ბუშჩანი; კეძიორა, ზაბამი, მიკოლენკო, კარავაევი (პოპოვი 71); ბუიალსკი (ჰარმაში 89), სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი (ვერბიჩი 71), სუპრიაგა, დე პენა (როდრიგესი 60)

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი (დემირალი 19); კიეზა, ბენტანკური, რაბიო, კუადრადო; რემზი; კულუსევსკი (დიბალა 56), მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)

გაფრთხილება: ბენტანკური (45), კუადრადო (50), დემირალი (59)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

„ბარსელონა“ – „ფერენცვაროში“ 5:1 (2:0)

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; სერხი რობერტო (ჟუნიორ ფირპო 62), პიკე, ლენგლე, დესტი; პიანიჩი (ბუსკეტსი 76), დე იონგი; ტრინკაო (დემბელე 63), კოუტინიო (არაუხო 70), ანსუ ფატი (პედრი 63); მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ბოტკა (ლოვრენშიში 77), ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ჩივიჩი (ჰეისტერი 63); ხარატინი, ლაიდუნი (სომალია 63), სიგერი; ზუბკოვი (მაკი 71), ნგუენი (ბოლი 71), ისაელი

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

გოლები: 1:0 მესი (27, პენ), 2:0 ანსუ ფატი (42), 3:0 კოუტინიო (52), 3:1 ხარატინი (70, პენ), 4:1 პედრი (82), 5:1 დემბელე (89)

გაფრთხილება: ლაიდუნი (32), ჩივიჩი (44), ხარატინი (85), კოვაჩევიჩი (90)

გაძევება: პიკე (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 8 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: სანდრო შარერი (შვეიცარია)

H ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერი“ 1:2 (0:1)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი (დაგბა 78), კიმპემბე, დიალი, კურზავა (ბაკერი 86); დანილო, ერერა (რაფინია 46), გეიე (კინი 46); მბაპე, ნეიმარი, დი მარია (სარაბია 86)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ტუანზებე, ლინდელოფი, შოუ; ფრედი, მაკტომინეი; რაშფორდი, ბრუნო ფერნანდეში (ვან დე ბეეკი 88), ტელეში (პოგბა 67); მარსიალი (ჯეიმსი 88)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (24, პენ), 1:1 მარსიალი (55, ა.გ), 1:2 რაშფორდი (87)

გაფრთხილება: ნეიმარი (34), დანილო (84), კინი (90) - მაკტომინეი (36), ტუანზებე (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 11 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 11:8 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

„ლაიფციგი“ – „ბაშაკშეჰირი“ 2:0 (2:0)

ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“

„ლაიფციგი“ (3-4-3): გულაში; ორბანი, უპამეკანო (კონატე 66), ჰალსტენბერგი; მუკიელე, ნკუნკუ (კლუივერტი 70), კამპლი (ადამსი 58), ანხელინო; დანი ოლმო (ჰენრიხსი 65), პოულსენი, ფორსბერგი (ჰვანი 46)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ბაშაკშჰერი“ (4-3-3): გუნიოკი; კაისარა (ოზჯანი 30), შკრტელი, ეპურანუ, მბომბო; რაფაელი, ტოპალი (ბა 67), კაჰვეჯი (ალეკსიჩი 83); ვისჩა, ჩრიველი, ტურუჩი (ჯულიანო 84)

მწვრთნელი: ოქან ბურუქი

გოლები: 1:0 ანხელინო (16), 2:0 ანხელინო (20)

გაფრთხილება: ნკუნკუ (40), უპამეკანო (41), კონატე (73), ჰენრიხსი (89) - მბომბო (18), რაფაელი (43), ოზჯანი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 8 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი)

0.13919