ფეხბურთი

19:32 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ჩემპიონთა ლიგისგან დიდი მოლოდინი გვაქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს რთული იქნება, მაგრამ ტურნირისგან დიდი მოლოდინი აქვთ.

„ჩვენ ვიცით ვინ ვართ და რა გვინდა. მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ ჩემპიონთა ლიგისთვის, მაგრამ ბევრ გუნდს სურს მისი მოგება. ვეცდებით, ამის გაკეთებას. რთული იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, გამარჯვებისთვის სირთულეები გავლა საჭიროა. ჩვენ ამ ტურნირისგან დიდი მოლოდინი გვაქვს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და დონეცკის „შახტარის“ შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.

0.115191