ფეხბურთი

18:55 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მწვრთნელი: "იტალიაში ზლატანი უფრო გავლენიანი მოთამაშეა, ვიდრე რონალდუ"

„მილანის“, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი ზლატან იბრაჰიმოვიჩით აღფრთოვანებულია. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, შვედი კრიშტიანუ რონალდუზე გავლენიანი მოთამაშეა.

„ჩემს კარიერაში დიდ ჩემპიონებს ვრვრთნიდი, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვნანობ ის არის, რომ იბრაჰიმოვიჩთან არასდროს მიმუავია. ის მარადიული ფეხბურთელია და დღემდ ეარ მესმის, რატომ ვერ მოიგო „ოქროს ბურთი“. იტალიაში რონალდუზე უფრო გავლენიანი ფეხბურთელია, შემთხვევითი არ არის, რომ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს „მილანში“ მისი მისვლის შემდეგ პროგრესი აქვს. ზლატანი არამხოლოდ გოლებს იტანს, არამედ თანაგუნდელებს ნდობას უმაღლებს, რთულ მომენტებში გუნდს მხრებით ატარებს“, - თქვა ძაკერონიმ.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სერია A-ში დუბლი ორჯერ შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11146