ფეხბურთი

17:36 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობის გაზრდას გეგმავს

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვალზე და გუნდების რაოდენობის გაზრდაზე ფიქრობს. The Telegraph-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე 36 გუნდი დაუშვან.

ამ ეტაპზე განიხილება ორი ვარიანტი: პირველი არის გუნდების ექვს ჯგუფად დაყოფა და თითოეულ ჯგუფში 6 გუნდი იქნება, თითო გუნდი ჯგუფში 10 მატჩს ჩაატარებს. მეორე ვარიანტი კი ე.წ შვეიცარიული სისტემაა, სადაც ერთმანეთს თანაბარი ძალიანს გუნდები შეხვდებაინ, რაც ტურნირის უეფას აზრით, უფრო მიმზიდველს გახდის.

საბოლოო გადაწყვეტილება უეფა სავარაუდოდ 2021 წელს მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად 32 გუნდი მონაწილეობს.

0.114499