სხვა

3:34 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„იამაჰა“ ტერუელის რბოლაში როსის შემცვლელს არ გამოიყვანს

კორონავირუსით ინფიცირებული ვალენტინო როსი, მოტო გრანპრის მომდევნო ეტაპს, ტერუელის დიდ პრიზსაც გამოტოვებს. მაგრამ „იამაჰა“ ტრასაზე მისი შემცვლელის გამოყვანას მაინც არ აპირებს. მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი იტალიაში იმყოფება და თვითიზოლაციაშია.

საფრანგეთის დიდი პრიზიდან დაბრუნების შემდეგ, მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამის გამო, უკვე გამოტოვა არაგონის დიდი პრიზი, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა. მან მაშინვე განაცხადა, რომ დიდი აბათობით, მომდევნო რბოლის გამოტოვებაც მოუწევდა.

„იამაჰა“ აცხადებს, რომ კოვიდით ინფიცირების დადასტურების შემდეგ, როსიმ თვითიზოლაციაში სულ ცოტა, 10 დღე უნდა გაატაროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერუელის (ესპანეთი) რბოლაში გამოსვლას ვერ შეძლებს. გუნდმა შექმნილი სიტუაცია განიხილა და გადაწყვიტა, რომ როსი ტერუელის რბოლაში არ შეცვალოს.

როსის მალე კიდევ ერთი ტესტის ჩაბარება მოუწევს, რომელზეც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რბოლებში მონაწილეობას შეძლებს. პირველი რბოლა კი, რომელშიც ამის საშუალება მიეცემა, ევროპის დიდი პრიზი იქნება, რომელსაც ვალენსია 6-8 ნოემბერს უმასპინძლებს.

როსის მსოფლიო ჩემპიონატში ამჟამად მე-13 ადგილი უკავია. წინა სამი რბოლა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, ვერ დაასრულა და ახლა 58 ქულა აქვს.

0.116398