ფეხბურთი

23:30 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი ყოფილ კლუბთან ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი ყოფილი კლუბის, „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა.

„გვინდოდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეული პერიოდია არ უთამაშია. ამიტომ, უმჯობესია, რომ ჯერ ივარჯიშოს და ვარჯიში გააგრძელო. ედინსონმა იცის რა უნდა და რა სჭირდება. თვითონაც გრძნობს, რომ მზად არ არის“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი „პარი სენ ჟერმენში“ 2013-2020 წლებში თამაშობდა და 301 მატჩში 200 გოლი გაიტანა, რაც პარიზული კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. პსჟ - „მანჩესტერის“ შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.112712