სხვა

22:59 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოსიჰიდე სუგა: „იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ოლიმპიური თამაშების ჩატარება"

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოსიჰიდე სუგას განცხადებით, იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 2021 წლის ზაფხულში ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადსტურა, რომ პანდემიის გამო გადადებული ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, გაისად თამაშები ჩატარდება," - აცხადებს იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაამტკიცა.

71 წლის პოლიტიკოსი ასევე ხაზს უსვამს მსხვილი საერთაშორისო ღონისძიების წარმატებით ჩატარების აუცილებლობას, „როგორც ვირუსზე კაცობრიობის გამარჯვების მტკიცებულებას."

გარდა ამისა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალებული ტურიზმის აღორძინების პირობას დებს.

23 სექტემბერს იოსიჰიდე სუგას და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისი განიხილეს. ნოემბრის შუა რიცხვებში IOC-ის პრეზიდენტი იაპონიას ეწვევა და ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეხვდება.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137556