სხვა

22:24 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სპორტული მედიცინისა და ანტიდოპინგური საკითხები პანდემიის გამოწვევების ფონზე

წინა წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით არაერთი კონფერენცია-სემინარი გამართულა სპორტული მედიცინის ასოციაციისთან და ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობით დოპინგის, თუ ზოგადად, მაღალი მიღწევების სპორტში მედიცინის როლთან დაკავშირებით.

პანდემიამ მრავალი გამოწვევა დააყენა ჩვენი მწვრთნელებისა და მედპერსონალის წინაშე არსებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე სპორტსმენთა ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.

სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ წელს ორ ეტაპად ჩაატარა სპორტული მედიცინისა და ანტიდოპინგური სემინარი. კერძოდ, პირველი ეტაპი 10-12 ივნისს ონლაინ ფორმატში გაიმართა, ხოლო მეორე ეტაპი კი - 17 ოქტომბერს, მცხეთაში.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ვალერი ახალკაცი. საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურმა მდივანმა თემურ უკლებამ, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდების ექიმმა, პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

სემინარზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში და ახალი რეგულაციები, კოვიდ-19-ით გამოწვეული ცვლილებები საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მზადების პროცესში, რეაბილიტაცია კოვიდ-19-ის შემდგომ და ფიზიკური თერაპიის როლი, კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული გართულებების პრევენცია და მართვა საქართველოში და სხვა.

სემინარზე ონლაინ ჩართვით მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ასევე უცხოელმა კოლეგებმა, კერძოდ, ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა რიტაურას რაკაუსკასმა, კოლორადოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ლილი ვებსტერმა და მოლდოვის სახელმწიფო სპორტული მედიცინის ცენტრის ექიმმა იულია ზლოტეამ.

სემინარს ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები, ექიმები, სპორტსმენები და მწვრთნელები.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116269