სხვა

21:09 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძე: "ურწმუნოს მეძახიან და ჩემთვის ეს დიდი შეურაცხყოფაა"

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველად გააკეთა კომენტარი. მან კრიტიკოსებს უპასუხა, რომლებმაც ის ოქტაგონზე საქართველოს დროშის არ გამოჩენის გამო გააკრიტიკეს.

ქართველი მებრძოლის განცხადებით, ის კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი თავს ქართველად გრძნობს და დროში ჯიბით არ დააქვს, ამიტომაც არ აუფრილაებია ოქტაგონზე. მან მადლობა გადაუხადა ქომაგებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ ყველაფერი წინაა.

"გამარჯობა ჩემო ქართველებო! პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრ მოლოცვებს, მესიჯებს და ზარებს ვღებულობ საქართველოდან. ბოდიშს გიხდით რომ სამწუხაროდ ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხებ, მაგრამ თქვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რამდენადაც იცით, მე პირადად უკმაყოფილო დავრჩი ჩემი გუშინდელი გამოსვლით ოქტაგონში, და როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი ინტერვიუში - ეს არ არის ის გურამი რომელსაც მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი იცნობს და მითუმეტეს ეს არ იყო ჩემი საზღვარი. მე ყოველთვის გამოვთქვამ ჩემ აზრს გულით, მიუხედავად იმისა რას ფიქრობენ ამაზე სხვები. და იმ მომენტშიც, ბრძოლის შემდეგ, ვთქვი ისე როგორც ვგრძნობდი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა რისი და რამდენ გზის ჩემპიონი იყო ჩემი მეტოქე, იყო თუ არა ის დაუმარცხებელი, მე შევდივარ ოქტაგონში ჩემი საქმის გასაკეთებლად და თვითონ ვარ ჩემითავისთვის ყველაზე მკაცრი მსაჯი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ბრძოლა მოვიგეთ და ჩვენს წინ ღმერთის წყალობით უფრო მეტი გველოდება! რაც შეეხება ზოგიერთი თქვენგანის კომენტარებს იმის თაობაზე რატომ არ ავაფრიალე ქართული დროშა. ყველამ კარგად იცის რომ რამოდენიმე თვე მე არ მიცხოვრია სახლში და თან ჩემი ბრძოლის წინ ვიყავი ამერიკაში და დაბრუნების შემდეგ ისევ სახლში ჩაუსვლელად მივიღე ერთი კვირის short-noticeზე ეს ბრძოლა. მე ჩემი საქართველოს და შვედეთის დროშა როგორც ხვდებით ჯიბეში არ დამაქვს და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი არც მის წამოღებას და არც გამოგზავნას, მაგრამ არც მგონია ეს ისეთი საგანგაშო ამბავი იყოს, იმიტომ რომ მე ისედაც ოფიციალურად პრომოუშენში წარმოვადგენ საქართველოს და ასევე ჩემი სახელით და გვარითაც წარმოვადგენ მას. რა თქმა უნდა არ არის ზედმეტი კიდევ ერთი ქართული დროშა ივენთზე მაგრამ მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი და ოქტაგონში თუ მის გარეთ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და ვამაყობ მით.

და იგივე რაც შეეხება თქვენს კითხვებს რელიგიაზე, რატომ არ მეკეთა ჯვარი და ასე შემდეგ. რამდენჯერმე ვნახე კომენტარებში რომ “ურწმუნო”-ს მეძახიან და ეს, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც ღმერთის სწამს. როდესაც ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ადამიანი ცდილობს ჩემს ლოცვაში ცხვირის ჩაყოფას. ჩემს რწმენაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მე ღმერთის წინ ვაგებ პასუხს და არა კომენტატორებს წინ, და არავის დასანახად არ ვცდილობ გამოვჩნდე რელიგიური, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამიტომ ეს იქნება ჩემი ერთად ერთი რეაქცია ამ საკითხის თაობაზე და იმედი მაქვს არ დავუბრუნდებით ამასზე ლაპარაკს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა მხარდაჭერს. შევეცდები ყოველთვის გაგახაროთ!", - წერს ქუთათელაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113921