ფეხბურთი

19:22 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სერენის" მწვრთნელი: "ნებისმიერი მცველისთვის მიქაუტაძის წინააღმდეგ თამაში რთულია"

ბელგიური „სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ემილიო ფერერამ ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ ისუაბრა და შეტევაში მის მრავალფეროვან თვისებებს გაუსვა ხაზი.

„ჟორჟი არის თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველა მცველისთვის ძალიან ძნელია. მან იცის როგორ გაიტანოს ერთი შეხებით, დრიბლინგით, მარცხენა ან მარჯვენა ფეხით. ფაქრთო სპექტრის თვისებები აქვს, ამიტომაც, მის მიერ გატანილი ყველა გოლი არ არის ცხრა ნომრისთვის დამახასიათებელი გოლი“, - თქვა ფერერამ.

შეგახსენებთ, ჟორჟ მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუმ ლიგის მიმდინარე სეზონში ფანტასტიკური შედეგი აქვს და 7 მატჩში 14 გოლი გაიტანა (ცხადია, ბომბარდირთა დავაში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს) 19 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის მოქალაქეა და „მეცის“ საკუთრებაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114497