ფეხბურთი

16:58 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ვერატის გარეშე დარჩა

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ მარკო ვერატი გამოაკლდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო და გარკვეული პერიოდით პარიზულ გუნდს ვერ დაეხმარება.

L’Equipe-ს ცნობით, ვერატი მოედანზე მინიმუმ 3 კვირა ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის საწყის სამ ტურს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა ნახევარმცველმა 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში 20 ოქტომბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

0.119019