სხვა

4:02 | 19.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიგანტური სლალომი ლუკას ბრაათენმა მოიგო

ავსტრიის სამთო კურორტმა ზოლდენმა, სამთო თხილამურებში მსოფლიო თასის პირველ ეტაპს უმასპინძლა. კვირას გიგანტურ სლალომში მამაკაცთა შეჯიბრი გაიმართა, რომელიც ნორვეგიელმა ლუკას ბრაათენმა მოიგო. მეორე ადგილს დასჯერდა შვეიცარიელი ჯინო კავიესელი, ვისაც პირველ ცდაზე საუკეთესო დრო ჰქონდა.

ბრაათენმა პირველ ცდაზე მეხუთე დრო დააფიქსირა, მაგრამ მეორეზე მხოლოდ შვეიცარიელ მარკო ოდერმატს ჩამორჩა და ჯამში საუკეთესო შედეგი დაუგროვდა, რითაც მსოფლიო თასზე კარიერაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ოდერმატი მესამე ადგილს დასჯერდა.

„მე აქ ამისთვის გამოვედი. მეხუთე ადგილისთვის არ მოვსულვარ, მიზანი მხოლოდ კვარცხლბეკი იყო“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც კვარცხლბეკზე ფეხი პირველად შედგა.

მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა გიგანტურ სლალომში მსოფლიო თასის მფლობელი, ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსონი, ვინც ორი ცდის ჯამში, შვეცარიელი ლოიკ მეილანდის იდენტური დრო დააფიქსირა და ეს მეხუთე ადგილიც მასთან გაიყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ცდის შემდეგ, საუკეთესო შვიდ მოთხილამურეს სულ რაღაც, სამი მეათედი წამი აშორებდა. ამასთან, კავიესელი მეორე ადგილზე მყოფ სლოვენიელ ზან კრანიეცს 0.15 წამით სჯობდა. ხელი მოეცარა ბროლის დიდი გლობუსის (მსოფლიო თასი აბსოლუტურ ჩათვლაში) მფლობელს ნორვეგიიდან ომოდტ კილდეს, ვისაც ბორცვზე გადავლისას, თხილამური მოძვრა და ფინიშს ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118661