კალათბურთი

23:59 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 5 ქულა "გრან კანარიასთვის" საკმარისი არ გამოდგა

ესპანეთის ლიგა ენდესაში „გრან კანარიამ“ სეზონი ცუდად დაიწყო და ბექა ბურჯანაძის გუნდი ამჯერად საკუთარ მოედანზე მალაგას „უნიკახასთან“ ვერაფერს გახდა - 80:84.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მხოლოდ 14:10 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 5 ქულითა და 2 პასით შეეწია. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ სამქულიანი ააცილა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 3 აღმოჩნდა.

„გრან კანარია“ 1 მოგებით და 4 წაგებით ბოლოსწინა მე-18 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, „მონბუსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.114202