ფეხბურთი

16:00 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „არსენალთან“ (1:0) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კარი მშრალად შევინახეთ. „არსენალის“ ფეხბურთელებმა იბრძოლეს, გამარჯვების სურვილი ჰქონდათ, ცდილობდნენ მოეგოთ.

ვიცოდით, რომ დაძაბული და რთული თამაში იქნებოდა, მაგამ მატჩებსი მოგება მნიშვნელოვანია თვითდაჯერებისა და განწყობის თვალსაზრისით. რაც შეეხება ტრავმირებულთა მდგომარეობას, მენდი სამ ან ოთხ კვირაში მზად იქნებდა. ველოდებით ლაპორტის დაბრუნებას სავარაუდოდ ათ დღეში“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგაში 4 თამაში აქვს ჩატარებული და 7 ქულის მოპოვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12476