ისტორია

9:44 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

18 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1950 – დაიბადა ნოდარ მოდებაძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე. გამოდიოდა ყველაზე პრესტიჟულ, ზემძიმე წონით კატეგორიაში. 1973 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1974). სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) და ორგზის მეორე პრიზიორი (1973, 1977). სსრკ ხალხთა მე-6 სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1975). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. კონკურენციას უწევდა ლეგენდარულ ბელორუს ფალავანს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედს. დამარცხებული ჰყავს ოლიმპიური ჩემპიონი სოსლან ანდიევიც. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1873 - კანადაში პირველი საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს “ტორონტო არგონავტზისა” და “ჰემილტონ ტაიგერზის” გუნდები შეხვდნენ.

1890 - ინგლისელი ჯონ ოუენი პირველი მძლეოსანი გახდა, რომელმაც 100 იარდი დისტანცია 10 წამზე სწრაფ დროში გაირბინა.

1891 - აშშ-ში სტარტი აიღო პირველმა საერთაშორისო ველორბოლამ, რომელიც ექვსი ეტაპისგან შედგებოდა.

1908 - შვეიცარიულ ქალაქ კიასოში ჩატარდა “მადონინად” წოდებული დერბის, “მილანისა” და “ინტერის” პირველი შეხვედრა. მატჩი “როსონერიმ” 2:1 მოიგო და კიასოს თასი დაისაკუთრა.

1909 - ფრანგმა კო დე ლამბერმა თვითმფრინავით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. იგი 300 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა.

1918 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი “კვებეკ ბულდოგზი” ბიზნესმენმა ქუინმა იყიდა.

1955 - მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ყველა დროის საუკეთესო მძლეოსნად ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი ჯესი ოუენსი დაასახელა.

1963 - საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1968 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს მიანიჭა.

1964 - მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გერდ მიულერს. მიუნხენელები მაშინ სამხრეთ რეგიონულ ლიგაში გამოდიოდნენ, მათი მეტოქე კი “ფრაიბურგი” იყო. ბავარიელებმა 11:2 მოიგეს, მომავალი ბომბარდირის ანგარიშზე კი ერთი გოლი დაირიცხა. მიულერმა სულ საკლუბო დონეზე 453 მატჩში 398 გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრების 62 შეხვედრაში კი თავი 68-ჯერ გამოიჩინა.

1967 - გლაზგოს “სელტიკმა” საკონტინენტთაშორისო თასის პირველ მატჩში არგენტინის “რასინგს” 1:0 მოუგო. გოლი მაკნილმა გაიტანა.

1968 - ამერიკელმა მძლეოსანმა ლი ევანსმა 400 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (43.8 წამი).

1974 - ინდიანაპოლისის “მარკეტ სქვეარ არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა. “ინდიანა პეისერზმა” “სან ანტონიო სპერზს” 129:121 მოუგო.

1974 - “ჩიკაგო ბულზის” მოთამაშე ნეიტ ტარმონდმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩის პირველ ტაიმში ოთხმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. მის აქტივში 22 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 12 ბლოკ-შოტი დაირიცხა. ნეიტ ტარმონდი დასახელებულია NBA-ს ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის.

1980 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩში “დეტროიტ პისტონზმა” ერთ შეხვედრაში განხორციელებულ ბლოკ-შოტთა რეკორდი დაამყარა (22).

1981 - ინგლისელი ლიზ ფორსდიკი პირველი ქალბატონია, რომელმაც მამაკაცთა საფეხბურთო ოფიციალური მატჩი იმსაჯა. ეს ინგლისის ასოციაციის თასის საწყის ეტაპზე მოხდა, ფორსდიკი კი ლაინსმენი გახლდათ.

2005 - უეინ გრეცკი “ედმონტონ ოილერზს” მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. გრეცკის სადამრიგებლო დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა – ედმონტონელები “ფინიქს კოიოტთან” ოვერტაიმში 3:4 დამარცხდნენ.

2006 - სამხრეთ აფრიკაში საფეხბურთო არბიტრი ენოხ რადებე გაასამართლეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2004 წლის აპრილში მან 4 ათასი სამხრეთაფრიკული რანდი (670 ამერიკული დოლარი) ქრთამად აიღო ერთ-ერთი კლუბი ოფიციალური წარმომადგენლისგან. თავდაპირველად რადებე დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით 5 ატასი რანდის ჯარიმის საფასურად გაათავისუფლეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1854 - ბილ მერდოკი. ავსტრალიაში კრიკეტის დამაარსებელი.

1938 - გი რუ. 1961 წლამდე გამოდიოდა “ოსერსა” და “ლიმოჟში”, შემდეგ კი “ოსერის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა. მომდევნო წელს გაიწვიეს არმიაში და მსახურობდა გერმანიის ქალაქ ტრირში, სადაც იქაური გუნდის გაწვრთნა მიანდეს. 1964 წელს დაბრუნდა ოსერში, სათავეში ჩაუდგა ამ ქალაქის გუნდს და საფრანგეთის ჩემპიონი გახადა მოყვარულთა შორის. გი რუს მეთაურობით “ოსერი” 1974 წელს საფრანგეთის მეორე დივიზიონში გადაიყვანა, 1979-ში კი ეროვნული თასის ფინალამდე გააღწევინა (გადამწყვეტ მატჩში ოსერელები “ნანტთან” 1:4 დამარცხდნენ). 1980 წელს რუმ “ოსერი” საფრანგეთის პირველ ლიგაში აღაზევა. მისი ხელმძღვანელობით ბურგუნდიული კლუბი 1996 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, 1994, 1996, 2003 და 2005 წლებში კი ეროვნული თასი მოაგებინა. 2007 წლის 5 ივნისს გი რუმ “ოსერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მალე “ლანსთან” გაფორმა კონტრაქტი, მაგრამ ამ გუნდს მხოლოდ 5 მატჩში უხელმძღვანელა. გი რუმ საფრანგეთის პირველ ლიგაში მწვრთნელის რანგში 894 შეხვედრა ჩაატარა, რაც ეროვნული რეკორდია. სამწვრთნელო საქმიანობის პარალელურად რუ საფრანგეთის ტელევიზიაში მსოფლიოს ჩემპიონატების მატჩების კომენტატორი იყო. მიმომხილველის სტატუსით 1966 წლიდან მოყოლებული არ გამოუტოვებია არც ერთი მუნდიალი. 1999 წელს გი რუს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – ლეგიონის საპატიო ორდენი მიანიჭეს.

1950 - ნოდარ მოდებაძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე. გამოდიოდა ყველაზე პრესტიჟულ, ზემძიმე წონით კატეგორიაში. 1973 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს თასის მფლობელი (1974). სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) და ორგზის მეორე პრიზიორი (1973, 1977). სსრკ ხალხთა მე-6 სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1975). თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. კონკურენციას უწევდა ლეგენდარულ ბელორუს ფალავანს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედს. დამარცხებული ჰყავს ოლიმპიური ჩემპიონი სოსლან ანდიევიც. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1956 - მარტინა ნავრატილოვა. ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი. მოგვიანებით მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულოვანი მოთამაშე. უიმბლდონის ჩემპიონობა მოპოვებული აქვს ცხრაჯერ (1978, 1979, 1982-87, 1990). ამ მაჩვენებლის მხრივ ნავრატილოვა რეკორდსმენია. მოგებული აქვს აშშ-ის, საფრანგეთისა და ავსტრალიის ღია პირველობებიც. 1983-84 წლებში გახდა “დიდი მუზარადის” სამი ტურნირის გამარჯვებული. 1987 წელს იასპარეზა “დიდი სლემის” ოთხივე შეჯიბრების ფინალში და ორი მათგანი მოიგო. 1991 წელს 37 წლის ასაკში ითამაშა უიმბლდონის ტურნირის ფინალში. 2000 წლიდან კვლავ განაახლა უიმბლდონზე გამოსვლა, ამჯერად წყვილთა თანრიგში.

1957 - ალექსანდრ ხაპსალისი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ალმაათის “ყაირათის”, კიევის “დინამოს”, მოსკოვის “დინამოს”, “სან დიეგო სოკერზის” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ამჟამად ლოს ანჯელესის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” მფლობელია.

1958 - ხულიო ხორხე ოლარტიკოეჩეა. არგენტინის ნაკრების (1982-90), “რასინგის” (1975-81, 1988-90), “რივერ პლეიტის” (1981-84), “ბოკა ხუნიორსის” (1985-86), “ნანტის” (1987), “არგენტინოს ხუნიორსის” (1987-88) მცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. 1990 წლის მუნდიალის ფინალისტი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 32 მატჩი. 1982 და 1986 წლებში მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 1981 წელს გახდა არგენტინის ჩემპიონი. არგენტინისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 493 მატჩი, გაიტანა 32 გოლი.

1960 - ჟან კლოდ ვან დამი. წარმოშობით ბელგიელი კარატისტი და მსახიობი. გადაღებულია ჰოლივუდის არაერთ ფილმში.

1961 - ერიკ იესპერსენი. ამერიკელი აფროსანი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1961 - კამანდარ მაჯიდოვი. საბჭოთა მოჭიდავე. კლასიკური სტილის მოჭიდავეთა შორის 1988 წლის ოლიპიური თამაშების ჩემპიონი.

1968 - მიხაელ შტიხი. გერმანელი ჩოგბურთელი. 1991 წელს მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირი. 1994 წელს იასპარეზა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, ხოლო 1996 წელს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში.

1990 - ლევან ყენია. საქართველოს ნაკრების, თბილისისლოკომოტივის”, გელზენკირხენისშალკეს”, ლვოვის კარპატის”, დიუსელდორფისფორტუნას”, პრაღის "სლავიას" ნახევარმცველი. საქართველოსეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126498