სხვა

19:19 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდელებმა წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს (+VIDEO)

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა ხმაურით დაიწყო და შეხვედრა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელებისა და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდნენ, შეასხეს წყალი და კვერცხებიც ესროლეს.

ისინი ჯაჭვლიანს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ და ყველაფერი იმის გამო დაიწყო, რომ ჯაჭვლიანი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, რევაზ ლუთიძის გათავისუფლებას აპირებდა.

ცხადია, გამგეობის სხდომა ჩაიშალა და მკლავჭიდელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

0.122165