ფეხბურთი

2:39 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია გამოძიების კითხვებს ერთი საათი პასუხობდა

კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისა“ და ლიმასოლის „აპოლონის“ მატჩი სკანდალური გამოდგა და გამოძიებაც დაიწყო, რომლიც პირველი ნაწილი, რაც დამსწრე პირების გამოკითხვას ითვალისწინებდა, დასრულდა.

goal.philenews-ი იტყობინება, რომ თემურ ქეცბაია საათზე მეტხანს პასუხობდა ეთიკისა და სპორტის დაცვის გამომძიებელ ოფიცერ ჰარი სავიდსს. ქართველმა სპეციალისტმა ყველა შეკითხვას პასუხი გასცა და ახლა დასკვნა უნდა მიიღონ, რომელიც გენერალურ პროკურორს გადაეგზავნება.

52 წლის ქეცბაიამდე ანორთოსისის პრეზიდენტი ევგენიოს ჰამბულასი და ლიმასოლის აპოლონის მთავარი მწვრთნელი სოფრონის ავგუსტიც გამოკითხეს.

ანორთოსისი - აპოლონის (1:3) დაპირისპირება სკანდალური გამოდგა. ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციის ჩატარებაც არ მოისურვა, ხოლო ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ეთიკისა და სპორტის დაცვის კომიტეტის პრეზიდენტი ანდრეა პაპახარალამბუსი რეპუტაციის შელახვაში დაადანაშაულეს და ბოდიშის მოხდა მოთხოვეს. პაპახარალამბუსმა ამ მატჩში გიორგი ლორიას ჟესტზე მიიტანა ეჭვი, როდესაც ქართველი კიპერის კარის მიმართულებით მეტოქე ფეხბურთელი პენალტს ასრულებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125253