ფეხბურთი

18:22 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მატია პერინი: "კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს"

იტალიური „ჯენოას“ მეკარე მატია პერინი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი ღამურისგან არ გავრცელებულა და ის გამიზნულად შეიქმნა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ლაბორატორიაში გაჩნდა და არა ფრინველის გადაცემის შედეგად. ისინი უსინდისო ადამიანები არიან“, - თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ მატია პერინს კორონავირუსი ჰქონდა და ცოტა ხნის წინ დაამარცხა.

0.109163