ფეხბურთი

11:12 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლას არ გამორიცხავს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა Movistar-თან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2024 წლიდან ეს გამორიცხული არაა.

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი - „რვათა ფინალი“ კალენდარის მხრივ რთულია, მაგრამ „ოთხთა ფინალი“, ერთგვარი საფეხბურთო კვირა, შესანიშნავი მოვლენა იქნება, რაც შეიძლება მხოლოდ დიდ ქალაქებში ჩატარდეს. მჯერა, რომ 2024 წლიდან ეს სიცოცხლისუნარიანი ვარიანტია.

ევრო 2020 - ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ყოველთვის ვღელავთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება. ფორმატი უცვლელი რჩება, თუმცა საგანგებო ვითარებაში შესაძლებელი იქნება თერთმეტ, ხუთ ან თუნდაც ერთ ქვეყანაში ტურნირის ჩატარება.

VAR - ეს ფეხბურთს ეხმარება, მაგრამ შეუძლია ზიანიც მიაყენოს. არამგონია, რომ უკან დავბრუნდეთ და VAR-ი აღარ გამოვიყენოთ, თუმცა ვფიქრობ, ბევრი რამ დასახვეწია.

0.155438