ფეხბურთი

13:52 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ დიბალას დაადგა თვალი

„ჩელსიმ“ ზაფხულშიც ნოყიერი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა და ახლა, შესაძლოა, კიდევ ერთი ვარსკვლავი შეიძინოს.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, ლონდონურ კლუბში „იუვენტუსის“ ლიდერის, პაულო დიბალას შეძენის თაობაზე დაფიქრებულან. ამჟამად 26 წლის არგენტინელი ტურინელებს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივების შესახებ ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „არისტოკრატებმა“ რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე შეიძინეს. მათ შორის, მეკარე ედუარ მენდი, მცველები ტიაგუ სილვა და ბენჯამინ ჩილუელი, შუახაზელები ჰაკიმ ზიეში და კაი ჰავერცი, ასევე თავდამსხმელი ტიმო ვერნერი.

0.113677