თამაშგარე

13:06 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს და კორონა-ვირუსს არ აღიარებს

ბოლო დღეებში საფეხბურთო და არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა ვერაგი კორონა-ვირუსია, რომელიც სხვადასხვა საინფორმაცო საშუალებების მტკიცებით არც მეტი არ ნაკლები, ტურინის “იუვენტუსის“ პორტუგალიელ შემტევს, კრიშტიანუ რონალდუსაც შეეყარა.

თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად ასევე გავრცელდა 13 ოქტომბერს გადაღებული ფოტო, სადაც რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში თანაგუნდელებთან ერთადაა გადაღებული და უცნაური ისაა, რომ რონალდუს კვალად, მისი თანამემამულე მობურთალები კარანტინში არავის გადაუყვანია.

ამ ამბებს კრიშტიანუს ღვიძლი და კატია ავეიროც გამოუხმაურა, რომელმაც ამ ამბავს ტყუილი და ბლეფი უწოდა. მან ასევე ეჭვი შეიტანა ვირუსის მომაკვდინებლობაში და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე მისი ძმა კვლავ გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს და ბოლო მოეღება კორონა-ვირუსის თემის გარშემო არსებულ სპეკულაციებს.

0.111267