ფეხბურთი

3:08 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ყველაფერი წინ არის"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. 19 წლის შემტევმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას (1:1) ლამაზი გოლი გაუტანა და ეს მისთვის მეოთხე სანაკრებო მატჩში მოხდა.

თამაშის შემდეგ ხვიჩამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გახარებულია, მაგრამ ერჩივნა, რომ ნაკრებს გამარჯვება მოეპოვებინა.

"მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება", - ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს და გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თავის ისტორიაში პირველად გავა. რაც შეეხება ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს - საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 6-6 ქულით ლიდერობენ. მომდევნო ტურში ვლადიმირ ვაისი გუნდი საკუთარ მოედანზე სომხეთს დაუხვდება (15 ნოემბერს).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113343