ფეხბურთი

15:39 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოს" ჩატარების ზუსტი თარიღი ცნობილია

2020-2021 წლების სეზონის პირველი ელ კლასიკოს ჩატარების თარიღი ცნობილია. „ბარსელონასა“ და „რეალის“ დაპირისპირება „კამპ ნოუზე“ 24 ოქტომბერს გაიმართება. რონალდ კუმანისთვის ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რადგან ის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ ელ კლასიკოს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 ელ კლასიკოდან კატალონურ გრანდს არცერთი არ მოუგია. ბარსელონაში შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, მადრიდში კი ზინედინ ზიდანის გუნდმა „ბარსას“ 2:0 მოუგო.

„რეალს“ მიმდინარე სეზონში 4 ტურის შემდგომ 10 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე იმყოფება, „ბარსელონას“ კი 3 ჩატარებულ შეხვედრაში 7 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზეა. მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.112209