ფეხბურთი

23:47 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი ასიანთა კლუბში

გერმანიის ნაკრებში ტონი კროოსმა მეასე მატჩი ჩაატარა. გამოცდილმა ნახევარმცველმა საიუბილეო თამაში შვეიცარიის წინააღმდეგ გამართა.

კროოსს 10 წელზე ოდნავ მეტი დასჭირდა, რომ ამ ნიშნულისთვის მიეღწია. მას „ბუნდესნაკრებში“ დებიუტი 2010 წლის 3 მარტს, არგენტინასთან ჰქონდა.

ტონის კროოსზე მეტჯერ გერმანიის ნაკრების ფორმა მხოლოდ 10 ფეხბურთელს მოურგია: ტომას ჰესლერი (101), ფრანც ბეკენბაუერი (103), პერ მერტესაკერი (104), იურგენ კოლერი (105), იურგენ კლინსმანი (108), ფილიპ ლამი (113), ბასტიან შვაინშტაიგერი (121), ლუკას პოდოლსკი (130), მიროსლავ კლოზე (137) და ლოთარ მათეუსი (150)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121389