ფეხბურთი

0:46 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის ისტორიაში ორი დაუმარცხებელი ნაკრებია და ერთ-ერთი საქართველოა!

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ისტორიაში 9 თამაში ჩაატარა და არ წაუგია. ასეთი შედეგით ამ ტურნირზე მხოლოდ პორტუგალიის ნაკრები იწონებს თავს. ამრიგად, ერთა ლიგის ისტორიაში დაუმარცხებელი მხოლოდ ორი ნაკრებია - საქართველო და პორტუგალია.

ორივემ დღემდე ამ ტურნირის ეგიდით 9 თამაში ჩაატარა და 6-6 მოიგეს, 3-3-ჯერ კი ფრეს გამორჩნენ. საქართველომ D დივიზიონში 6 მატჩიდან 5 მოიგო (ლატვიასთან და ყაზახეთთან ორ-ორჯერ, ერთხელ ანდორასთან) და ერთი ფრე ითამაშა (ანდორასთან). C დივიზიონში ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთს დაუზავდა, ხოლო ესტონეთს მოუგო.

პორტუგალიის ნაკრებმა ცხრავე თამაში A დივიზიონში ჩაატარა და ცხადია, უფრო მაღალი დონის მეტოქეები ჰყავდა. ფერნანდუ სანტუშის გუნდი საერთოდაც, ტურნირის ისტორიაში პირველი და მოქმედი ჩემპიონია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109865