ფეხბურთი

17:38 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთი - საქართველო: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს საგარეო მატჩში შეხვდება. თამაში ნეიტრალურ სტადიონზე, პოლონეთის ქალაქ ტიხში ჩატარდება.

მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან თამაშთან შედარებით სასტარტო 11-ეულში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, როგორც ეს დააანონსებული იყო - ერთბაშად 9! მხოლოდ ჯაბა კანკავა და ვაკო ყაზაიშვილი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ბელარუსთანაც სასტარტოში იყვნენ და დღესაც არიან...

სომხეთი (4-2-3-1): იურჩენკო; კ. ჰოვჰანესიანი, ჰაროიანი, სალისირი, ა. ჰოვჰანესიანი; ვბეიმარი, გრიგოანი; ბარსეგიანი, მხითარიანი, ბაირამიანი; კარაპეტიანი

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი; აბურჯანია, კანკავა; შენგელია, გვილია, ყაზაიშვილი; კაჭარავა

გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია განაცხადშიც არაა და ვაისმა მისი დასვენება გადაწყვიტა. თადარიგში იმყოფებიან: ლორია, კუპატაძე, მალი, დვალი, ტაბიძე, კვირკველია, დაუშვილი, ლობჯანიძე, ოქრიაშვილი, ქვილითაია, კვეკვესკირი, ლობჟანიძე

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზეა" დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120773