სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

11:59 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცოტაც, სულ ცოტაც და...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების ძლევის შემდეგ აბა სხვა რა უნდა ეწოდოს ჩვენს განცდებს თუ არა იმედი და შიში?! იმედი იმისა, რომ შეიძლება მართლაც ასრულდეს ყველა ქართველი ქომაგის მრავალწლიანი ოცნება და ჩვენი ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდეს მაღალი რანგის ტურნირზე და შიში კი იმისა, რომ ეს იმედები მაკედონიის მუტრუკულმა გუნდმა საბოლოოდ არ ჩაგვიყაროს წყალში. ამის მერე კიდევ ღმერთმა იცის როდის მოგვეცემა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ასეთი რეალური და ხელშესახები შანსი.

ქართველ გულშემატკივრებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ და დაინტერესდეთ, თუ რა არის მათი ყველაზე დიდი ოცნება სპორტული კთხით, დარწმუნებული იყავით, რომ უმეტესობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას იტყვის და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები ხშირად ვერაა მოწოდების სიმაღლეზე, ფეხბურთის სიყვარული ქართველებში ამან მაინც ვერ მოსპო. განსაკუთრებით ის ადამიანები არიან “გამოუსწორებელი“ ფეხბურთის ტრფიალნი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე დიდი ფეხბურთი უნახავთ და ფეხბურთით მათი “მოწამვლა“ ალბათ არასოდეს “განიკურნება“.

ადრეც ვწერდი, რომ საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ სამხრეთის ზღვისპირა ქვეყნებში (საქართველოც მათ შორის მოიაზრება) ფეხბურთის სიყვარული განსაკუთრებული ფანატიზმითაა ნასაზრდოები და ადგილობრივ მოსახლეობას ფეხბურთი გულ–გვამში ისე ძალუმად აქვს გამჯდარი, რომ ხშირად საფეხბურთო მატჩები ომისა და დიდი გაწევ–გამოწევის წინაპირობა ხდება და ამის მიზეზი პირველ რიგში ამ ხალხების სამხრეთულ ხასიათში უნდა ვეძებოთ და ეს მხოლოდ ფეხბურთში არ გამოიხატება.

ქართველებს სიყვარულიც და სიძულვილიც მთელი ძალ–ღონითა და ემოციის ბოლო წვეთამდე შეუძლაით, რაც კაცმა რომ თქვას სულაც არაა კარგი, მაგრამ ეს რომ ასეა, ჩვენი ქვეყნის ისტორია ყველაზე ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ. ქართველი, ისევე როგორც ვთქვათ ესპანელი, ანდა კოლუმბიელი ჯერ ჩხუბობს და მერეღა ფიქრობს ჩხუბის დაწყების მიზეზებსა და შედეგებზე. ჯერ უყვარდებათ და მერეღა ფიქრდებიან სიყვარულზე, ჯერ სძულთ და მერეღა ხვდებიან სიძულვილის აბსურდულობას.

თუკი ევროიპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს ვუწიეთ, დარწმუნებული ვარ, იქიდან დაიწყება ქართული საგულშემატკივრო ტრადიციის სულ სხვანაირი გადააზრება და მიმიქარავს არგენტინელი, ან ბრაზილიელი ნაგიჟარი ქომაგები აქ რომ ამბები დატრიალდება. ჩვენ ხომ ყველაფერი მონატრებული გვაქვს: დიდი ფეხბურთიც, ამ დიდი ფეხბურთის თანმხლები ზღვა ემოციებიც და ქომაგობაც, რომელიც სამწუხაროდ დღეს ხშირ შემთხვევაში სტადიონზე მზესუმზირის ჩენჩოების ფურთხებითა და შინაურ–გარეულის დედის გინებით შემოიფარგლება.

რასაკვირველია ჩვენი მხრიდან არასწორი იქნება ისედაც ცოტა დაბნეული (რადგან ამ ეტაპზე ჩვენებს ჯერ არასოდეს უთამაშიათ) და ემოციების ქვეშ მყოფი ქართველი ფეხბურთელების კიდევ უფრო დათრგუნვა და მათუ კედელთან მიყენება - გინდათ თუ არა მოიგეთო, მაგრამ ალბათ ისინიც კარგად ხედავენ არსებულ რეალობას და თავადაც უნდა ხვდებოდნენ, რომ ასეთი შანსი სხვა დროს შეიძლება უბრალოდ აღარ მიეცეთ. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ერთმანეთთან ჩახუტების და წინა მატჩის მოგების გამო გამართული ზეიმის ნაცვლად მთელი ფიქრითა და აზრით მაკედონიასთნ მატჩზე გადავერთოთ. ეს ერთი თვე მალე, სულ მალე გაივლის...

მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, უნდა ვქონდეს თუ არა უკეთესი მომავლის იმედი. ამას ერთადერთი პასუხი აქვს: აუცილებლად! თუკი დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გასვლის ილაჯი და ნიჭი ისეთ ქვეყნებს ეყოთ, როგორიც მაგალითად ბოსნია ან ლატვიაა, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113573
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X