ფეხბურთი

1:40 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ჩვენი მიზანი B დივიზიონში გადასვლაა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ სომხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ლევანის განცხადებით, გუნდის მიზანი ერთა ლიგის C დივიზიონის მოგება და B დივიზიონში გადასვლაა.

"პირველ რიგში მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ბელარუსთან გამარჯვება, ახლა რაც შეეხება სომხეთთან თამაშს, მნიშვნელოვანი იქნება კონცენტრირება მოვახდინოთ კონკრეტულად ამ თამაშზე და წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და B ლიგაში გადასვლა“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჯგუფში საქართველო და ჩრდ. მაკედონია 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო სომხეთს 3 და ესტონეთს 0 ქულა აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121589