ფეხბურთი

20:52 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი იტალიელი ფეხბურთელია

„იუვენტუსის“ მცველი, ლეონარდო ბონუჩი სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი იტალიელი ფეხბურთელია - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

მოთამაშის „სუფთა“ შემოსავალი“ წელიწადში 6,5 მილიონი ევრო ყოფილა. შემდეგ მოდის „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა (6 მილიონი), შუახაზელი ფედერიკო კიეზა „მდიდრების“ სიაში „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ აღმოჩნდა (5,5 მილიონი).

„ნაპოლის“ შემტევი და კაპიტანი, ლორენცო ინსინიე მეოთხე ადგილზეა (4,5 მილიონი), „ლაციოს“ ფორვარდი ჩირო იმობილე და „იუვენტუსის“ შუახაზელი ფედერიკო ბერნარდესკი 4-4 მილიონს იღებენ წელიწადში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115933