ავტოსპორტი

18:13 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ გუნდს კორონავირუსი ემუქრება

„მერსედსის“ ფორმულა 1-ის გუნდის ერთ წევრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, ექვსი წევრი კი იზოლირებულია. პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გუნდმა ნურბურგრინგზე თავის ყველა წევრს განმეორებითი ტესტები ჩაუტარა. მიღებული პასუხების შემდეგ კი, კიდევ ექვსი წევრის იზოლირება გახდა საჭირო.

რეტესტირების შედეგად, მეორე წევრის დაავადბაც დადასტურდა. კიდევ ერთის პასუხი არადამაჯერებელია და განმეორებით შემოწმებას საჭიროებს. იზოლაციაში მოხვდა კიდევ ოთხი წევრი, რომლების ტესტებზეც უარყოფითი პასუხებია. ისინი აიფელის დიდი პრიზის დროს გუნდთან ერთად ვერ იქნებიან.

ყოველივეს გამო, „მერსედესმა“ ბრიტანეთიდან გუნდის ექვსი ჯანმრთელი წევრი ნურბურგრინგზე გადაიყვანა, სადაც ამ უქმეებზე აიფელის დიდი პრიზი ჩატარდება.

როგორც ცნობილია, აქამდე კორონავირუსით ინფიცირება ორი გუნდის წევრებს დაუფიქსირდათ. პირველი „მკლარენ“ იყო, რომლის წევრსაც ინფექცია ავსტრალიის დიდი პრიზის წინ აღმოაჩნდა. ნაწილობრივ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ მელბურნში რბოლა არ ჩატარდა. მეორე შემთხვევა კი „რეისინგ პოინტის“ პილოტ სერხიო პერესს უკავშირდება, რომელმაც ამის გამო, ორი რბოლა გამოტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110278