ფეხბურთი

12:33 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი - შოტლანდიის 19-წლამდე ნაკრებების მატჩი 43-ე წუთზე კორონავირუსის გამო შეწყდა

შოტლანდიისა და ინგლისის 19-წლამდე ნაკრებთა მატჩი 43-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი კორონავირუსია. შოტლანდიელთა მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა და მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მსაჯს აცნობეს, მან თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

შეხვედრა არც ჩაშლილა და არც გადადებულა - უბრალოდ შეწყდა, ინფიცირების რისკის გამო.

ინგლისის 19-წლამდე ნაკრებში მოედანზე „მანჩესტერის“, „ლივერპულის“, „ასტონ ვილას“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლიდსის“ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები იყვნენ, რომლებიც მთავარ გუნდთანაც ვარჯიშებონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125496