ფეხბურთი

2:24 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრამა და პენალტების სერიები ევრო 2020-ის პლეი-ოფში: ყველა ფინალისტი ცნობილია

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ყველა ფინალისტი ცნობილია. D ლიგაში, საქართველომ ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვოს რომ მოუგო, შეხსენება ცხადია, არ გჭირდებათ. ახლა კი, სხვა ლიგების შესახებ.

A ლიგაში უნგრეთის ნაკრებმა სოფიაში ბულგარეთი ადვილად დაამარცხა, ხოლო ისლანდიამ შინ რუმინეთის ნაკრებ გილფი სიგურდსონის დუბლით აჯობა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრას ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

B ლიგაში ორივე ნახევარფინალური მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ბოსნია ჩრდილოეთ ირლანდიას ამარცხებდა, მაგრამ შემდეგ გაუშვა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩრდ. ირლანდიელები უფრო ზუსტნი იყვნენ და ფინალში გავიდნენ. ბრატისლავაში, სლოვაკეთმა და ირლანდიამ გოლები ვერ გაიტანეს, ხოლო პენალტებსი სერიაში მასპინძლებმა იმძლავრეს და ფინალს ბელფასტი უმასპინძლებს.

C ლიგაში სერბეთმა ოსლოში, ნორვეგიას დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში მოუგო. მატჩის გმირი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულე ა და სერბები ევროპის ჩემპიონატთან ერთ ნაბიჯამდე მიიყვანა. შოტლანდიის ნაკრებმა ისრაელი უგოლო თამაშის შემდეგ პენალტების სერიაში დაჯაბნა. ფინალს 12 ნოემბერს, ბელგრადი უმასპინძლებს.

A ლიგა

ბულგარეთი - უნგრეთი 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ორბანი (17), 0:2 კალმარი (47), 0:3 ნიკოლოჩი (75), 1:3 იომოვი (89)

ისლანდია - რუმინეთი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 სიგურდსონი (16), 2:0 სიგურდსონი (34), 2:1 მაქსიმი (63, პენ)

ფინალი, 12 ნოემბერი

უნგრეთი - ისლანდია

B ლიგა

ბოსნია - ჩრდ.ირლანდია 1:1 პენ: 3:4 (1:0)

გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 1:1 მაკგინი (53)

სლოვაკეთი - ირლანდია 0:0 პენ: 4:2 (0:0)

ფინალი, 12 ნოემბერი

ჩრდ. ირლანდია - სლოვაკეთი

C ლიგა

ნორვეგია - სერბეთი 1:2 დ.დ (0:0)

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (82), 1:1 ნორმანი (88), 1:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (102)

შოტლანდია - ისრაელი 0:0 პენ: 5:3 (0:0)

ფინალი, 12 ნოემბერი

სერბეთი - შოტლანდია

0.173416