ფეხბურთი

1:47 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუქარესტსა და ამსტერდამში: საქართველო ევრო 2020-ზე თუ გავა, ჯგუფი და კალენდარი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თუ გავა, B ჯგუფში, ნიდერლადების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპს ბუქარესტი და ამსტერდამი უმასპინძლებს.

საქმე ისაა, რომ რუმინეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ისლანდიასთან (1:2) წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. რუმინელებს ევროპის ჩემპიონატის საგზური რომ მოეპოვებინათ, B ჯგუფში ისინი ითამაშებედნენ, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი (ბუქარესტი). საქართველოს ნაკრებს კი ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში სიკვდილის ჯგუფში, პორტუგალიასთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან თამაში მოუწევდა.

ახლა კი, ყველაფერი ნათელია. საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას თუ დაამარცხებს, ევროპის ჩემპიონატზე მისი კალენდარი ასეთია:

13 ივნისი, ბუქარესტი

ავსტრია - საქართველო

17 ივნისი, ბუქარესტი

უკრაინა - საქართველო

21 ივნისი, ამსტერდამი

საქართველო - ნიდერლანდები

0.125356