ფეხბურთი

13:48 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის მეგოლეებში მეორე გახდა

საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს 7:1 მოუგო. ერთი ბურთი ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ეს გოლი მისთვის 32-ე აღმოჩნდა „სამფეროვანთა“ მაისურით. ამ მაჩვენებლით ფრანგთა ლეგენდას, ამჟამად მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს გადაუსწრო. „ზიზუს“ ანგარიშზე 32 გოლია - გვამცნობს პორტალი OptaJean.

რეიტინგი გაიუმჯობესა ფრანგთა კიდევ ერთმა ლიდერმა, ოლივიე ჟირუმ. მან ორჯერ დაამწუხრა უკრაინელთა მეკარე გეორგი ბუშჩანი. ეს მისი 41-ე და 42-ე გოლები გამოდგა ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი. შედეგად, ფრანგთა კიდევ ერთ ლეგენდას, მიშელ პლატინის გადაუსწრო და „სამფეროვანთა“ ისტორიულ მეგოლეებს შორის მეორე ადგილზე დადგა. პირველზე კი ტიერი ანრი გახლავთ - 51 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113177