ფეხბურთი

21:36 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი "ნიუკასლთან" მატჩს კარანტინის გამო გამოტოვებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული ედინსონ კავანი პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩს კარანტინის გამო გამოტოვებს. ურუგვაელი თავდამსხმელი "წითელმა ეშმაკებმა" 5 ოქტომბერს დაიმატეს და ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

აღნიშნული გარემოების გამო, კავანი "ნიუკასლთან" გასამართ შეხვედრაში, რომელიც 17 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მონაწილეობას ვერ მიიღებს. თუმცა, სამხრეთამერიკელი ჩემპიონთა ლიგისთვის მზად იქნება და შესაძლოა, 20 ოქტომბერს ყოფილი კლუბის პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშოს.

0.117338