თამაშგარე

11:48 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ადრიანოს ცოლმა “ინსტაგრამი“ დაიპყრო

უახლოეს წარსულში ევროპის სტადიონებზე მოჩაუქე ბრაზილიელი ფეხბურთელის, ლუის ადრიანოს უკრაინელი ცოლი, ეკატერინა დორეჟკო სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის“ ჭეშმარიტი ვარსკვლავია და უკვე რამდენიმე ასეული ათასი მოტრფიალე, ფან-ქომაგი და შესაბამისად გამომწერი ჰყავს.

ეკატერინა მოქმედი მოდელი გახლავთ და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, “ინსტაგრამზე“ იმდენ და ისეთ დიდებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომ მთელი მსოფლიოს ბულავრული მედია ჩასაფრებით ელოდება, რათა შემდეგ გადააზიარონ და ამ გზით მნახველ-დამთვარიელებლები შეაკოწიწონ.

ეკატერინა დოროჟკოს მიერ განთავსებულ ფოტოებში არცთუ იშვიათად ფიგურირებს მისი ქმარი - ლუის ადრიანო. ვეტერან ბრაზილიელ მობურთალს არაფერი ეტყობა, რომ ამ ამბებში ცოლის მატრაკვეცობის წინააღდეგი იყოს. შეიძლება ეჭვიანობის ჭია ღრღნის კიდეც, მაგრამ ამას საჯაროდ როგორ იტყვის. ეგღა აკლია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163102