ფეხბურთი

11:08 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მესი თუ რონალდუ? გადახედეთ ძველ საგაზეთო სტატიებს"

დღეს, ლისაბონში, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკეს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

„ძველ საგაზეთო სტატიებს თუ გადახედავთ, ჩემს აზრს გაიგებთ. თქვენ უკვე იცით, ვინ არის ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. მისი უნარები დიდების ღირსია“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.ეს გასაკვირი არცაა, ისინი „ბარსელონაში“ 2014-2017 წლებში ერთად მუშაობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133397