ფეხბურთი

18:05 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სომხეთი - საქართველო სომხეთში არ გაიმართება

სომხეთი - საქართველოს შეხვედრა ერევანში არ გაიმართება. უეფამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა, რომ ორივე ქვეყანამ საშინაო მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარონ. ამრიგად, ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელები სომხებს პოლონეთში, ქალაქ ტიხში ესტუმრებიან.

აღნიშნული დაპირისპირებ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით შედგება და მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მეორე ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად 4 ქულით ლიდერობს, სომხეთს 3 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთმა საწყისი ორი მატჩი წააგო.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებამდე ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალური დაპირისპირება ელოდება ბელარუსის ნაკრებთან, რომელიც 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება (20:00 საათი).

0.119726