ფეხბურთი

10:23 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ საუთგეიტს ბოდიში მოუხადა

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ პრესკონფერენციაზე მისი სახელი არასწორად გამოთქვა.

„საუთგეიტს ვესაუბრე და ეს მინდა საზოგადოებასაც გავანდო. როცა „გერი“ ვთქვი, ავუხსენი, ინგლისში ამდენი წლის ცხოვრების შემდეგ, მეგონა, რომ ეს გარეთის შემოკლებული ფორმა იყო. მას ბოდიში მოვუხადე, რადგან დიდ პატივს ვცემ.

მეგონა სწორად ვიქცეოდი და შეურაცხყოფა კი მივაყენე. თუ უნდა ჯონი დამიძახოს, არ მეწყინება.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Talksport.

0.13125