ავტოსპორტი

10:50 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენო მზადაა რედ ბულ რეისინგს ძრავები მიაწოდოს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ჰონდა“ ფორმულა 1-ს ტოვებს, „რენომ“ გამოაცხადა, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, „რედ ბულ რეისინგს“ საკუთარი ძრავები მიაწოდოს.

იაპონური კომპანია დიდი პრიზების არენას 2021 სეზონის შემდეგ დატოვებს. ეს ნიშნავს, რომ „რედ ბული“ და მისი შვილობილი „ალფატაური“ ძრავების გარეშე რჩებიან. ამის გამო, “რენოს“ გუნდის შეფმა სირილ აბიტბულმა მზაობა გამოთქვა, რომ ყოფილი პარტნიორი, რომელთან ერთადაც, ფრანგულმა კომპანიამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა, თავისი ძრავებით კვლავაც მოამარაგოს.

სპორტული რეგულაციის შესაბამისად, ძრავების ყოველი მწარმოებელი ვალდებულია, FIA-ს მოთხოვნის შესაბამისად, ძრავებით სულ ცოტა, სამი გუნდი უზრუნველყოს. მომავალ სეზონში „მერსედესი“ თავის ძრავებს ოთხ გუნდს მიაწვდის, „ფერარის“ ძრავებით კი სამი გუნდი ასპარეზობს. „ჰონდას“ ორი პარტნიორი ჰყავს და „რენო“ ძრავებით მხოლოდ თავის გუნდს (რომელსაც მომავალი სეზონიდან ალპინი დაერქმევა) ამარაგებს. შესაბამისად, ფრანგულ კომპანიას ორი „ვაკანსია“ აქვს.

„ჩვენ ვიცით რეგულაციები და მის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - ამბობს აბიტბული და დასძენს, რომ „რედ ბულისგან“ შესაბამისი მოთხოვნა ჯერ არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114103