ფეხბურთი

23:07 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიემუ ბაკაიოკო იტალიაში დაბრუნდა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო იტალიაში დაბრუნდა და კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ფრანგი ნახევარმცველი ნეაპოლელთა ღირსებას 2021 წლის 30 ივნისამდე იჯარით დაიცავს.

ბაკაიოკო შარშან ასევე განათხოვრების წესით ფრანგულ „მონაკოში“ თამაშობდა, ხოლო იტალიაში 2018-2019 წლების სეზონში „მილანის“ წევრი იყო და 42 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.

მანამდე ბაკაიოკოს „ჩელსის“, „მონაკოსა“ და „რენის“ ღირსება დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125372