ფეხბურთი

21:23 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლაიფციგმა" ჯასტინ კლუივერტი დაიმატა

გერმანულმა „ლაიფციგმა“ ჯასტინ კლუივერტი დაიმატა. როგორც „წითელი ხარებისა“ და „რომას“ვებგვერდები იტყობინება, ნიდერლანდელთან 1-წლიანი საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა.

გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია. კლუივერტის გამოსყიდვის უფლბა „ლაიფციგს“ არ ექნება.

ჯასტინი „რომაში“ 2018 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ გადავიდა და „მგლების“ რიგებში 68 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

„რომა“ კლუივერტის გარდა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა - დიეგო პეროტი „ფენერბახჩეში“ გადავიდა.

0.120736